|
2023-10-20 17:16:01, 547 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში ეროვნულ პარკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმად, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, ეროვნული პარკი შეიქმნა. პარკის ფართობი 50 894 ჰექტარს შეადგენს. ეროვნული პარკის შექმნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით განხორციელდა. დაცული ტერიტორიების დაარსება ხელს შეუწყობს რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ლანდშაფტების და ბუნებრივ-კულტურული ფასეულობის დაცვა-შენარჩუნებას. გათვალისწინებულია დამატებითი დაფინანსება დონორი ორგანიზაციებიდან და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკ KfW Bankengruppe გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების "ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, ქვეყანა 24 მლნ ევრომდე მოცულობის გრანტს მიიღებს. აღნიშნული გრანტიდან 16.25 მლნ ევრო მოხმარდება სწორედ დაცული ტერიტორიების, მათ შორის, რაჭის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებას, ადმინისტრაციების აღჭურვას და განვითარებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსებას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის თებერვალში, კომპანიამ „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” აუქციონი წესით, კანონმდებლობის სრული დაცვით მიიღო ლიცენზია რაჭაში, 97 000 ჰექტარი ტყეზე სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად. ლიცენზია გაიცა კონკრეტულ წინადადებებით: რეკრეაციული და ეკოტურიზმის განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, სახეობების აღდგენა, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, ინფრასტრუქტურის განვითარება, სანადირო სახეობები გამრავლება და შეეძლო ბუნებიდან მისი ამოიღება; ლიცენზიის თანახმად, ასევე, არ იზღუდებოდა ადგილობრივ მოსახლეობისთვის ტყით ტრადიციული სარგებლობის უფლება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კომპანიას „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” დარღვეული აქვს ლიცენზიის პირობების შესრულების ვადები. სახელმწიფოს მხრიდან გატარებულია ადეკვატური ზომები: სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად მოთხოვნილი დოკუმენტების წარუდგენლობის, მართვის გეგმის პროექტის წარმოუდგენლობის (15.05.23), პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის წარმოუდგენლობის (16.06.23) გამო შედგა ოქმები. ლიცენზიის პირობების შესრულება სავალდებულოა ერთნაირად ყველა ლიცენზიანტისთვის, ხოლო შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის თემაა კლიმატის ცვლილებების ფონზე დაცული ტერიტორიების გაფართოება. სამინისტრო, რაჭის ეროვნულ პარკთან ერთად, განიხილავს რაჭის ტყეებისთვის და დასახლებული ადგილებისთვის განსაკუთრებით დაცული სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას, სადაც მართვა სრულად ექნება ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობასთან ერთად, რაზედაც დაწყებულია აქტიური მუშაობა შესაბამისი სამსახურების მხრიდან. კონკრეტული სტატუსი განისაზღვრება სპეციალისტების შეფასებისა და ადგილობრივი თემების და თვითმმართველობის ჩართულობით, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში. აღნიშნულმა ფაქტორებმა შესაძლოა გამოიწვიოს სამონადირეო ლიცენზიის მოქმედების გადახედვა",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)