|
2023-10-20 09:54:29, 811 ნახვა
მსოფლიო
CPJ - ისრაელისა და „ჰამასის“ შეტაკებებს, სულ მცირე, 21 ჟურნალისტი ემსხვერპლა
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ინფორმაციით, ისრაელისა და "ჰამასის" შეტაკებებს, სულ მცირე, 21 ჟურნალისტი ემსხვერპლა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 21 დაღუპული ჟურნალისტიდან 17 პალესტინელი, 3 ისრაელელი და ერთი ლიბანელი იყო. CPJ-ის ცნობითვე, 19 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით, დაშავდა 8, ხოლო დაკარგულად მიიჩნევა 3 ჟურნალისტი. "CPJ ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტები არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც კრიზისის დროს მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ და მეომარი მხარეების სამიზნე არ უნდა იყვნენ. ჟურნალისტები მთელი რეგიონის მასშტაბით დიდ მსხვერპლს იღებენ ამ კონფლიქტის გასაშუქებლად. მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა მხარემ უნდა მიიღოს ზომები", - განაცხადა ორგანიზაციის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის კოორდინატორმა, შერიფ მანსურმა. ამასთან, როგორც CPJ-ში ამბობენ, ორგანიზაციის წევრები ჟურნალისტებზე განხორციელებული მუქარისა და ოფისებისა თუ სახლების დაზიანების შემთხვევებსაც იძიებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)