09:21 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 09:09:40, 536 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - რუსული გადაწყვეტილება იყო, როდესაც ზურაბიშვილი მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვიზიტის დროს, თვითმფრინავში თანამდებობიდან გაათავისუფლა

რუსული გადაწყვეტილება და ქცევა იყო ის, რაც სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მოხდა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ის გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრი და პირდაპირ ვიზიტის დროს, თვითმფრინავში გაათავისუფლა თანამდებობიდან მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. აი, ეს არის რუსული მართვა. ჩვენთან ეს მოხდა დემოკრატიული კულტურის შესაბამისად,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შეეხებოდა პრეზიდენტის მიმართვას პარლამენტში, სადაც მან გააჟღერა, რომ ოკუპანტი ქვეყნის ლიდერებს უფრო მოწიწებით ექცეოდნენ ვიდრე მას, თალაკვაძემ უპასუხა, რომ "არავის სჯერა, რომ რუსეთის დავალებით მოხდა დასავლური სტანდარტებით იმპიჩმენტის ინიციირება". 

„ვის სჯერა იმის, რომ ოკუპანტი ქვეყანა, რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას აძლევს დავალებას, რომ დაიცვას კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოში ცივილიზებულად, როგორც ეს ხდება დასავლურ დემოკრატიებში. აშშ-ში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში: იტალიაში, ჩეხეთში, ლიეტუვაში და კიდევ არაერთ ქვეყანაში იყო იმპიჩმენტი ინიციირებული და სასამართლომ და პარლამენტმა ეს საკითხი განიხილეს. ვინმეს სჯერა მაგ ბოდვის, რომ რუსეთმა დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, რომ დასავლური სტანდარტებით გააკეთე ინიციირება იმპიჩმენტის? ჩვენთან ეს მოხდა დემოკრატიული კულტურის შესაბამისად. საკითხი განიხილა საკონსტიტუციო სასამართლომ, ჩვენ არ ვეთანხმებით და კრიტიკული მოსაზრება გვაქვს იმ განსხვავებულ დასკვნაზე, რაც დადო სამმა მოსამართლემ, მაგრამ ფაქტია, რომ სასამართლომ ამაზე იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებდა სასამართლო, ჩვენ პატივს ვცემდით და ჩვენთვის გახდებოდა ის სახელმძღვანელო",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics