09:21 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 00:00:22, 952 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტზე - ჩემთვის მას დარჩა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ლეგიტიმაცია

ჩემთვის მას დარჩა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ლეგიტიმაცია“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა. 

კითხვაზე, გადავიდა თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგზე, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ „რა თქმა უნდა. ის რჩება პრეზიდენტის თანამდებობაზე, თუმცა პოლიტიკური ლეგიტიმაცია დღეს მას აქვს ყველაზე დაბალი, რაც კი ჰქონია პრეზიდენტობის პერიოდში იმიტომ, რომ მან პრაქტიკულად გადადგა ნაბიჯები, რომელმაც დააზიანა ჩვენი ქვეყნის ინტერესები, დაარღვია კონსტიტუცია, გახდა იმპიჩმენტის სუბიექტი და სასამართლომ ის ცნო კონსტიტუციის დამრღვევად“. 

მისივე თქმით, „რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ჩვენთვის, როგორც მოქალაქეებისთვის, იმდენად ნათელია რომ ეს დარღვევა მოხდა და ძალიან ცუდია ეს ქვეყნისთვის, მაგრამ მერწმუნეთ, ბევრად უფრო უარესი იქნებოდა ამ ყველაფრის იგნორირება და ამაზე თვალის დახუჭვა“.

„ჩამოვწეროთ რა გააკეთა ამ ხალხმა, ვინც ჩვენ პრორუსობაში და რუსული საქმის კეთებაში გვადანაშაულებს. ეს ხომ უსინდისობაა, რომ „ქართული ოცნება“ და ჩვენი ხელისუფლება რუსული საქმის კეთებაში დაადანაშაულო. მოდით ჩამოვთვალოთ ვისთან დგას ქალბატონი პრეზიდენტი. გავარკვიოთ, ვის ბრალდებებს იმეორებს-კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“, რომლის პერიოდშიც, თუ რამე გახსენდებათ ინსტიტუციური წინსვლა ევროკავშირთან მიმართებით მითხარით და მოვიწონებ ამ ყველაფერს და მადლობასაც გადავიხდი, მაგრამ მე არ მახსენდება რაიმე აღიარებული წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით  კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს. პირიქით, ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევები იყო და ეს სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა. მედია- აქ, თქვენს ტელევიზიაში იყო რეიდი და ჟურნალისტები ისხდნენ ციხეში თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო. ტერორში იყო ბიზნესი, ხალხი ღამით დადიოდა პროკურატურაში და საკუთარი მშობლების დატოვებულ, თავის შექმნილ ბიზნესებს ჩუქნიდა სახელმწიფოს. პოლიტიკოსები ისხდნენ ციხეში, იყო წამება, ადამიანების დამცირება და იყო აბსოლუტური მონოპოლია ძალაუფლებაზე. ეს არის ზუსტად ანტიევროპული საქმე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics