09:38 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-19 17:52:17, 804 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავს მეორე მოსმენით მიიღო.

კანონში შესატან ცვლილებებს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 წინააღმდეგ წავიდა.

კანონპროექტს მესამე მოსმენით დღესვე განიხილავენ.

ცლილებების თანახმად, მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ, ხოლო 1 წლის განმავლობაში განმეორებით დარღვევის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა, არანაკლებ 2 500 ლარისა.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 55/2-ე მუხლი მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვასაც ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics