13:33 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-19 17:31:25, 837 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის მინისტრები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით გამოდიან

ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, როგორც ევროპელმა მაღალჩინოსნებმა ლუქსმბურგში, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ განაცხადეს, საჭიროა, მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა შემოწმების გაძლიერება და იმ პირების უფრო სწრაფად გაძევება, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენენ. 

განცხადებები გააკეთეს საფრანგთისა და ბელგიის მინისტრებმა, რომელთა ქვეყნებშიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავდასხმები განხორციელდა.

„ჩვენ ვერ გავარძელებთ ცხოვრებას, თითქოს არაფერი მომხდარა. ეს არის გადამწყვეტი მომენტი... ჩემი პასუხისმგებლობაა, ევროკავშირის სხვა ლიდერებთან ერთად, უზრუნველვყოთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ უსაფრთხოებისა და პირადი ცხოვრების დაცვის ბალანსით, რათა მომავალში მსგავსი სახის ინციდენტები თავიდან ავიცილოთ“,- თქვა ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ანელის ვერლინდენმა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანინის თქმით, საზღვრების კონტროლის კუთხით "წინსვლა" უნდა გაგრძელდეს.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, განსაკუთრებით ჩვენი საზღვრების კონტროლის კუთხით. მიგრაციის პაქტი ამისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ტერიტორიაზე ადამიანების იდენტიფიცირებას, უსაფრთხოების მიზნით გამოკითხვის ჩატარების შესაძლებლობას, რათა მოხდეს პოტენციურად საშიში პირების გამიჯვნა",- განაცხდა დარმანინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გაცემულ 7 მილიონზე მეტი პრემიების საქმეს პროკურატურა იძიებს
საფრანგეთის ყოფილი პრემიერი გაბრიელ ატალი წიგნის En homme libre-ს გამოქვეყნების შემდეგ ჰომოფობიური თავდასხმების სამიზნე გახდა
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics