09:38 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-19 16:42:28, 771 ნახვა

პოლიტიკა
ბჟანია - მჯერა, რომ საქართველოს მთავრობა თავშეკავებულობასა და პრაგმატიზმს გამოიჩენს

მჯერა, რომ საქართველოს ახლანდელი ხელმძღვანელობა გამოიჩენს თავშეკავებულობასა და პრაგმატიზმს, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა.

ბჟანია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომ რუსეთის აგრესიისადმი უკრაინის წარმატებული წინააღმდეგობის გამო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ახალი პერსპექტივები გაეხსნება.

"უკრაინის პრეზიდენტის ეს განცხადებები მიუთითებს იმას, რომ ზელენსკისა და მის უკან მდგომ ძალებს კავკასიის რეგიონში ახალი სისხლისმღვრელი ომის დაწყება სურთ.

უკრაინა ცდილობს, რომ გააფართოოს კონფლიქტის მონაწილეთა არეალი და შექმნას არასტაბილურობის დამატებითი სარტყელი რუსეთის გარშემო... მე მჯერა, რომ საქართველოს ახლანდელი ხელმძღვანელობა გამოიჩენს თავშეკავებულობასა და პრაგმატიზმს. მე არ ვფიქრობ, რომ მათთვის ომი დღეს მომგებიანი იქნება", - განაცხადა ბჟანიამ.

ბჟანიას თქმით, ამგვარ განცხადებებს უკრაინის პრეზიდენტი რეგულარულად აკეთებს და მასზე "დასავლეთი ნაკლებად ან საერთოდ არ რეაგირებს, რადგან ისინი აფხაზეთთან მიმართებაში მსგავს შეხედულებებს იზიარებენ".

"ასეთ დეტალებში ვლინდება დასავლური სახელმწიფოების ე.წ. ლიდერების მთელი არსი. ჩვენ ვსაუბრობთ ახალი ომის დაწყებაზე და არანაირი რეაქცია არ არის", - დასძინა ბჟანიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics