2023-10-19 15:42:14, 749 ნახვა
პოლიტიკა
საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში ხმაური და დაპირისპირებაა. ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და ადგილობრივები დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება სოფლის ტერიტორიაზე ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების გამოჩენას მოჰყვა.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ცნობისთვის, დღეს, 19 ოქტომბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები თბილისიდან ჭორვილაში მსვლელობით ჩავიდნენ. მსვლელობა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ 17 ოქტომბერს დააანონსა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,