|
2023-10-19 15:14:34, 966 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე „ოცნებას“ - მე რომ მონა დაგიძახოთ რომელიმეს და ეს გააშუქოს მედიამ, დაჯარიმდება?
მე რომ მაგალითად მონა დაგიძახოთ თქვენ, ან რომელიმეს და ეს გააშუქოს მედიამ, ან რომელიმე ტელევიზიამ, დაჯარიმდება?- ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ანა წითლიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით სონღულაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს. წითლიძის თქმით, ის, თუ როგორ შეძლებს ამ კანონის გამოყენებას მმართველი პარტია, მომავალი აჩვენებს, მაგრამ "ნაღმები ცვლილებაში დევს". "ხშირად ეჭვმიტანილი ხართ იმაში, რომ ყველა საკანონმდებლო ინიციატივა გამოგაქვთ იმისთვის, რომ მხოლოდ საკუთარი ძალაუფლება განიმტკიცოთ, ამიტომ ამ კანონის ინტერპრეტაციას და გამოყენებას როგორ შეძლებთ, ამას მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ ამ ცვლილებაში ნაღმები დევს. მე მაინტერესებს, რომ განმარტოთ - მე რომ მაგალითად მონა დაგიძახოთ თქვენ, ან რომელიმეს და ეს გააშუქოს მედიამ, ან რომელიმე ტელევიზიამ, თუ ჩაითვლება უხამსობად? მე რომ მაგალითად მონა დავუძახო ვინმეს, პრემიერს, ან უმრავლესობის რომელიმე წევრს, ეს რომ მედიამ გააშუქოს, რომელიმე ტელევიზია თუ დაჯარიმდება ამის გამო და თუ დაეკისრება სანქციები?!",- განაცხადა წითლიძემ. ცნობისთვის, პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა მიმდინარეობს. ცლილებების თანახმად, მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ, ხოლო 1 წლის განმავლობაში განმეორებით დარღვევის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა, არანაკლებ 2 500 ლარისა. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 55/2-ე მუხლი მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვასაც ითვალისწინებს.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)