|
2023-10-19 12:55:53, 755 ნახვა
საზოგადოება
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვაზიანში მზის ენერგიის პანელები დაათვალიერა
საქართველოში ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჟილვინას ტომკუსი იმყოფება. თავდაცვის უწყებაში გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, ლიეტუველ სტუმარს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადაში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჟილვინას ტომკუსმა 500 კილოვატი სიმძლავრის ფოტოვოლტური ელექტროსადგური (მზის ენერგიის პანელები) დაათვალიერა, რომელიც სამხედრო ბაზაზე ლიეტუვის მხარდაჭერით დამონტაჟდა. "თავდაცვის უწყებამ პროექტის განსახორციელებლად გრანტი ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსგან მიიღო. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 680 000 ევროა, რომლის 25%-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფარავს, მათ შორისაა სამინისტროს მხრიდან პროექტირება, მონტაჟი, რომელიც „დელტა მშენებელმა“ შეასრულა, აუდიტორიული კვლევის ჩატარება და საზოგადოების ინფორმირება. დარჩენილი თანხა კი, სააქციო საზოგადოებამ „ვიასოლის ენერგია“ გაიღო. მინისტრის მოადგილემ ლიეტუვის წარმომადგენელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტი დაზოგავს უწყების ბიუჯეტის თანხებს. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ფოტოვოლტური ელექტროსადგურების მოწყობა თავდაცვის ძალების სხვა დიდ ქვედანაყოფებშიც იგეგმება",- ნათქვამია ინფორმაციაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)