|
2023-10-19 12:31:58, 818 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით 25 ოქტომბერს საქართველოში პირველად eCommerce Day გაიმართება
„საქართველოს ბანკისა“ და საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციის პარტნიორობით საქართველოში პირველად, eCommerce Day 25 ოქტომბერს, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება. Ecommerce day ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ტარდება და ელექტონული კომერციის ინდუსტრიაში მიღწევებსა და ინოვაციებს აღნიშნავს. მისი მიზანი საქართველოში ელექტრონული კომერციის გარემოს ხელშეწყობა და გაუმჯობესება, ასევე ასოციაციის წევრებისა და საერთაშორისო ბაზრის წარმომადგენლებს შორის მჭიდრო კავშირის, გამოცდილების გაზიარების და სტრატეგიული პატრნიორობის შექმნაა, რათა მეტად გამარტივდეს როგორც ამ სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევა, ისე ინოვაციური იდეების დანერგვა. მოწვეული სპიკერები საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ელექტრონული კომერციის გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე, მის მომავალო პერსპექტივებზე, ხელოვნურ ინტელექტსა და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრებენ. E-commerce day - ზე საქართველოს ისეთი კომპანიები ეწვევიან, როგორებიცაა: Amazon Pharmacy, Rakuten Viber, Trendyol, Glovo, Evido x Meta და სხვა. ღონისძიების ფარლებში, „საქართველოს ბანკი“ Ads მენეჯერის ვორქშოფს ჩაატარებს, სადაც მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ თუ როგორ მუშაობს შეთავაზების მართვის ახალი პლატფორმა და როგორ შეუძლიათ ბიზნესებს შექმნან შეთავაზებები 1 200 000 - ზე მეტი მომხმარებლისთვის. „მოხარულები ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად Ecommerce Day გაიმართება. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ისე ინდივიდუალურ მეწარმეებს საშუალებას აძლევს აწარმოონ ელექტონული კომერცია, დაამყარონ მჭიდრო კავშირები და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარონ, რაც სამომავლოდ საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“. ღონისძიება ქართულ-ინგლისურ ენაზე გაიმართება და მსურველებისთვის სინქრონული თარგმანი იქნება ხელმისაწვდომი. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)