|
2023-10-19 10:17:41, 818 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - დარწმუნებული ვარ „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის“ წარმატებაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მსოფლიო ბანკში ირიგაციის და წყლის სექტორის მენეჯერ უინსტონ უისმთან და „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის“ (GRAIL) ხელმძღვანელ რანუ შინჰასთან გამართულ შეხვედრაზე GRAIL-ის ტექნიკური და ტარიფის მეთოდოლოგიის საკითხები განიხილა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დასრულების ფაზაში მყოფ „საქართველოს ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტზე“. აღინიშნა, რომ პროექტის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც სამუშაო პროცესში ფერმერების აქტიური ჩართულობითაც იყო განპირობებული. ოთარ შამუგიამ მსოფლიო ბანკს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვან ახალ მასშტაბურ პროექტს ვიწყებთ. პროექტის განხორციელების ეტაპზე აუცილებელია კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ეფექტიანად წარმართავს პროცესებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების ჩართულობა და მათგან რეკომენდაციების მიღება. წლების განმავლობაში მსოფლიო ბანკთან ნაყოფიერი და სანიმუშო თანამშრომლობა გვაკავშირებს, რაც მაძლევს საფუძველს, დარწმუნებული ვიყო „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის“ წარმატებაში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)