|
2023-10-18 16:35:51, 825 ნახვა
პოლიტიკა
ბაიდენი ნეთანიაჰუს ღაზაში საავადმყოფოს დაბომბვაზე - ჩანს, რომ სხვამ ჩაიდინა და არა თქვენ
როგორც ჩანს, ეს სხვამ ჩაიდინა და არა თქვენ,- ასე მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზას სექტორში საავადმყოფოს დაბომბვის საკითხზე საუბრისას. როგორც ბაიდენმა ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ისრაელის უდანაშაულობაში ყველა არ არის დარწმუნებული. "ღრმად ვარ დამწუხრებული. აღშფოთებული ვიყავი გუშინ ღაზაში საავადმყოფოს აფეთქებით. იმის მიხედვით, რაც ვნახე, როგორც ჩანს, ეს სხვა ჯგუფმა გააკეთა და არა თქვენ, მაგრამ ბევრი ადამიანია, ვინც ამაში დარწმუნებული არ არის",- მიმართა ბაიდენმა ნეთანიაჰუს. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯი ბაიდენი ისრაელს დღეს, 18 ოქტომბერს ეწვია. ბენ გურიონის აეროპორტში მას პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი დახვდნენ.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)