2023-10-18 16:11:44, 620 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ნიდერლანდების ელჩს შეხვდა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მმართველი პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ასევე, ორმხრივ თანამშრომლობას.
ირაკლი კობახიძემ ახალ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),