22:34 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 15:36:52, 573 ნახვა

საზოგადოება
გლდანის მესამე მიკრორაიონში პარკი მოეწყო

გლდანის მესამე მიკრორაიონში გლდანის რაიონის გამგეობამ პარკის მოწყობა დაასრულა. ახალი რეკრეაციული სივრცე, დაახლოებით, 9 000 კვ. მ ფართობზე განთავსდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე კახა გულედანთან ერთად გაეცნო.

„აღნიშნული სივრცის სრული განახლება მოხდა. აქ იყო მძიმე მდგომარეობა, გაუბედურებული იყო ეს ტერიტორია და პროექტის ფარგლებში ხედავთ, როგორი ლამაზი დასასვენებელი სივრცე გამოვიდა. მინდა, გლდანის გამგეობას და თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის. ასეთი პროექტები მნიშვნელოვანია და მთავარია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არის ძალიან კმაყოფილი. ხედავთ, ირგვლივ როგორი მჭიდროდ დასახლებული სივრცეა. ასეთი პროექტების განხორციელებას გავაგრძელებთ. მაგალითად, მე-9 კორპუსის წინ არსებული ტერიტორია არის მოსაწესრიგებელი და ესეც მომავალი წლისთვის მთლიანად იქნება გაკეთებული და მთლიანობაში ერთი უდიდესი სივრცე გამოვა, სადაც ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება გამოყოფილი სივრცე, სავარჯიშო, მოსასვენებელი ფანჩატურები, ახალი ხე-მცენარეებით, სარწყავი და განათების სისტემებით. მთავარი არის, რომ შექმნილია სასიამოვნო გარემო. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ადგილობრივ მოსახლეობას აღნიშნული პროექტის დასრულება. ჩემი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული და როდესაც თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად, აქვე ვცხოვრობდი მამიდასთან და ძალიან კარგი მოგონებები მაქვს აღნიშნულ რაიონთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური სივრცეები გაკეთდა: განთავსდა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, კალათბურთის მოედანი, ველობილიკი და ფიტნეს სივრცე. ასევე, სკვერში დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდა სხვადასხვა ტიპის საპარკე ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, ტერიტორია გამწვანდა - დაირგო 469 სხვადასხვა სახეობის ხე, 396 ბუჩქი და დაიგო ბალახი.

სამუშაოებისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარამდე დაიხარჯა.

დედაქალაქის მერთან ერთად, ახლად გახსნილი პარკი გლდანის რაიონის გამგებელმა ბესო კალაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, კონსტანტინე ზარნაძემ დაათვალიერეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics