18:39 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 15:18:20, 842 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე - მოვუწოდებ ქალბატონ სალომეს, ხვალ აიღეთ ბილეთი და წადით, იარეთ, როგორც დადიოდით ამათ და მტრის ჯინაზე

მოვუწოდებ ქალბატონ სალომეს, ხვალ აიღეთ ბილეთი და წადით, იარეთ, იარეთ, როგორც დადიოდით ამათ და მტრის ჯინაზე,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ.

გოცირიძის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს "ბევრი შეცდომა მოსვლია", მაგრამ დღეს „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით მართალია.

"დღეს სალომე ზურაბიშვილმა ერთი კარგი რამ გითხრათ თქვენ, რომ ეს სამარცხვინო პროცესი მოაწყო „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და რუსეთმა. რაღაც არ იყო მძაფრი რეაგირება. რუსეთს როდესაც იტყვიან, იცით ხოლმე ხელოვნურად თავის გაბრაზება, რაღაც თვითგაბრაზების პროცესში ვერ ჩავარდით დღეს, რატომ იცით? მან არა თქვა მესამე, ვინაიდან, პოლიტიკიდან წასულია ის კაცი. სალომე ზურაბიშვილმა ისევ გადააფარა, ფაქტობრივად, ხელი ბიძინა ივანიშვილს, ის ხომ არ არის პოლიტიკაში, ის ხომ წავიდა, თურმე რუსეთისა და „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოფილან დამნაშავეები. ბიძინა არსად არ არის, ჯანდაბას, დადგება დრო, იტყვის, სადღაც მემუარებში დაწერს 10 წლის შემდეგ, ახლა თუ ვერ ბედავს.

როგორადაც არ უნდა ვაკრიტიკოთ მისი შეცდომები და ძალიან ბევრი შეცდომა მოსვლია, დღეს სალომე ზურაბიშვილი თქვენთან მიმართებით არის სწორი, ის დგას ევროპის გზაზე, საქართველოს ინტერესებს იცავს, უკრაინის გვერდით არის, ანტირუსულ პოზიციებზეა და მისი გადაყენების მთავარი ამოცანა იყო, გაგეჩერებინათ და მოგეხდინათ მისი პარალიზება. ამიტომ, მოვუწოდებ ქალბატონ სალომეს, ხვალ აიღეთ ბილეთი და წადით, იარეთ, იარეთ, როგორც დადიოდით ამათ და მტრის ჯინაზე",- განაცხადა გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics