10:21 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 15:21:19, 662 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - შეუძლებელია, გავაიგივოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არ უნდა გაიგივდეს ქვეყნის ევროპული მომავალი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს კარგად ჰქონდა გააზრებული, რას აკეთებდა. 

„ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ აღნიშნული საკითხის-იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა ჩვენს მოცემულობაში იყო შეუძლებელი. ვფიქრობ, ზუსტად ეს იყო მთავარი მოტივი, როდესაც პრეზიდენტი არღვევდა კონსტიტუციას. ეს ხომ შემთხვევით არ მომხდარა. მას ეს ძალიან კარგად ჰქონდა გააზრებული. მან მიმართვა გაუგზავნა მთავრობას, გადაწყვეტილება მიეღო გამგზავრებასთან დაკავშირებით, მოუვიდა არადამაკმაყოფილებელი პასუხი, უარი და მან მაინც დაარღვია კონსტიტუცია. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“  იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერდა. შეუძლებელია, გავაიგივოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან. ნებისმიერი ადამიანი გეტყვით, რომ ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა. თეთრზე შავით წერია, რომ პრეზიდენტი ვალდებულია, მთავრობისგან აიღოს ნებართვა უცხოეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით. ამის დარღვევა არის დანაშაული. პარალელის გავლება ქვეყნის ევროპულ მომავალთან ძალიან სასაცილოა და სიმართლეს არ შეესაბამება.

როდის მერე გახდით სალომე ზურაბიშვილის გულშემატკივარი? - არ მახსოვს, დაგესვათ შეკითხვა პრეზიდენტთან დაკავშირებით, როდესაც მაგალითად, ნიკა გვარამია აკეთებდა განცხადებებს. მრცხვენია და ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რასაც ის უწოდებდა სალომე ზურაბიშვილს. ალბათ გახსოვთ. მე არ მახსოვს, მოსულიყავით და დაგესვათ შეკითხვა აღნიშნულთან დაკავშირებით. მაინტერესებს, როდის მერე გახდით სალომე ზურაბიშვილის გულშემატკივარი. არც ის მგონია, რომ გაინტერესებთ კანდიდატის სტატუსი. გაგიხარდებათ, საქართველომ რომ ვერ მიიღოს სტატუსი. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერს აკეთებთ თქვენ და თქვენი პოლიტიკური პარტიები, რომ საქართველოს სტატუსი არ მიენიჭოს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ დამსახურებულად მიიღოს სტატუსი, რომელსაც აქამდეც ვიმსახურებდით“, - განაცხადა თბილისის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics