10:31 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 14:05:36, 830 ნახვა

პოლიტიკა
ფოტიგა - ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ შეიძლება დაედანაშაულებინათ პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევაში

ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ შეიძლება დაედანაშაულებინათ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში,- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას.

ფოტიგას თქმით, საქართველოს კუთვნილი ადგილი ევროპაშია და სწორედ ამჟამინდელმა მთავრობამ მიმართა ევროკავშირს გაწევრიანების მოთხოვნით 2022 წელს.

"საქართველოს კუთვნილი ადგილი ევროპაშია. ჩვენ ვხედავთ უკრაინაში, რომ არ არსებობს რუხი ზონები მსოფლიოს ჩვენს ნაწილში. როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში გაწევრიანების სურვილი პირდაპირ არის დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციაში და მას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა.

ამ მისწრაფებების შემდეგ, საქართველოს თანმიმდევრული მთავრობები აგრძელებდნენ ევროინტეგრაციის გზას და სწორედ ამჟამინდელმა მთავრობამ მიმართა ევროკავშირს გაწევრიანების მოთხოვნით 2022 წელს და ოფიციალურ განცხადებებში სრულად დაუჭირა მხარი ევროკავშირში ინტეგრაციას.

მე ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ შეიძლება დაედანაშაულებინათ პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებისთვის კონსტიტუციის დარღვევაში, რადგან ის აშკარად ემხრობოდა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს, რომლებიც გათვალისწინებულია კონსტიტუციით, მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობა და ოფიციალურად ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

ამიტომ, გადავწყვიტე, ხელი მოვაწერო ერთობლივ განცხადებას, რომელიც გამოხატავს იმედგაცრუებას ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით",- წერს ფოტიგა Twitter-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics