18:56 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 13:54:32, 819 ნახვა

პოლიტიკა
ელისაშვილი „ოცნებას“ - სადაც თქვენ გვარცხვენთ ხოლმე, იქ ვითარებას სალომე ზურაბიშვილი ასწორებს

იქ, სადაც თქვენ გვარცხვენთ ხოლმე, ძვირფასო "ქართულო ოცნების" ლიდერებო, რაღაც შემზარავ და გამაოგნებელ განცხადებებს აკეთებთ ხოლმე, იქ ასწორებს ვითარებას სალომე ზურაბიშვილი,- ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა მიმდინარეობს, აღნიშნა, ზურაბიშვილი ნეიტრალურია.

"ძალიან საინტერესო ვითარებაა - წარმომიდგენია, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები რას ფიქრობენ, როდესაც ამტკიცებთ, რომ ორჯერ აირჩიეთ პრეზიდენტი, რომელიც შემდეგ "ნაციონალებისკენ" გადავიდა? ეგ რომ ეგრე იყოს სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში, ამაზე ცოტას ვილაპარაკებდი და ბევრს არ ვილაპარაკებდი თქვენ ადგილას იმიტომ, რომ პრობლემა ე.ი. თქვენშია და ძალიან კარგად კარგად ვერ არჩევთ კანდიდატებს. თუმცა, მე არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი - რაც არ უნდა უძახოთ ახლა აქედან - "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეკრულია. არა, პირიქით - დღეს, სალომე ზურაბიშვილი არის ნეიტრალური და ყველაზე სწორად წარმომჩენი საქართველოსი ევროპულ ასპარეზზე. იქ, სადაც თქვენ გვარცხვენთ ხოლმე, ძვირფასო "ქართულო ოცნების" ლიდერებო, რაღაც შემზარავ და გამაოგნებელ განცხადებებს აკეთებთ ხოლმე, იქ ასწორებს ვითარებას სალომე ზურაბიშვილი",- განაცხადა ელისაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics