2023-10-18 12:48:36, 549 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბაიდენს ბენ გურიონის აეროპორტში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი დახვდნენ.
არსებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი შეხვედრას ისრაელის ომის კაბინეტთანაც გამართავს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,