|
2023-10-18 12:10:22, 745 ნახვა
საზოგადოება
სუხიშვილების ევროპული ტური დაიწყო - ანსამბლის გენერალური პარტნიორი „საქართველოს ბანკია“
„საქართველოს ბანკი“ განაგრძობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, „საქართველოს ბანკი“ სუხიშვილების გენერალური პარტნიორია. 10 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე, სუხიშვილების ანსამბლი ევროპული ტურის ფარგლებში, ევროპის 8 ქვეყნის 45 ქალაქში 48 კონცერტს გამართავს. ღონისძიებები ჩატარდება ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში, თურქეთში, გერმანიასა და საფრანგეთში. ტურის ფარგლებში, ანსამბლი ევროპელ მაყურებელს ახალ და ტრადიციულ დადგმებსა თუ მუსიკალურ კომპოზიციებს, დაუვიწყარ ქორეოგრაფიას და სანახაობას შესთავაზებს. ტრადიციების შენარჩუნებასთან ერთად, სუხიშვილების ანსამბლი მუდმივად მუშაობს ახლის ძიებასა და განვითარებაზე. კლასიკური, ტრადიციული პროგრამისა და თანამედროვე მოდერნიზმის ჰარმონიული სინთეზი კი სუხიშვილების თითოეულ კონცერტს მაყურებლისთვის დაუვიწყარ სანახაობად აქცევს. „საქართველოს ბანკის“ გუნდისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ სახელმწიფოებრიობის იდეა გარკვეულწილად ერთიანი წარსულის შეგრძნებასა და ნარატივს ეფუძნება. სუხიშვილების ანსამბლი კი ამ კულტურული წარსულის, ერის სულისკვეთების, ჩვენი თანამედროვეობისა და ქვეყნის მომავლის ერთიანობაა - ტრადიციული და თანამედროვე ელემენტების ჰარმონიული სინთეზი. მათი თვალისმომჭრელი შესრულება მნახველს დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს. სუხიშვილების წარმატებაზე კი მათ მიერ საერთაშორისო საზოგადოების მიერ მოპოვებული აღიარება მეტყველებს. თუმცა, ჩვენ, სუხიშვილების ანსამბლის მსგავსად, არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს კულტურული ღირებულებების მსოფლიოსთვის გაცნობას“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკის“ გუნდში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)