10:32 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 11:45:04, 577 ნახვა

პოლიტიკა
მელია - ბიზნესმენების და ენმ-ის შეხვედრას უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი - კულუარებში პოლიტიკის კეთება უნდა დასრულდეს

უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, თუმცა უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი, გუშინ გაჟღერებულ ინფორმაციას, ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენების და ენმ-ის მენეჯმენტის შეხვედრის შესახებ,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მელიას განცხადებით, "პოლიტიკის კულუარებში კეთება და ვიწრო ჯგუფის ინტერესებით პროცესების მართვა უნდა დასრულდეს".

"ჩემთვის მიუღებელია პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად, ფულის შოვნისა და ბიზნესგავლენების მოპოვების საშუალებად ქცევა, მიუღებელია პოლიტიკური ვაჭრობა, ის ოლიგარქიული მართვის სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. თუ რამეა პოლიტიკაში რუსული, არის სწორედ ეს...

როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ჯგუფი, სტატუსით გადაწყვეტილების მიმღები, რეალურად კი დავალებების შემსრულებელი,  ეახლება კარზე თავის დამფინანსებელსა და "მუსიკის დამკვეთს " (იმიტომ. რომ ასე ესმით, ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს), ხვდება "ბიძინასთან დაახლოებულ ბიზნესმენთა ჯგუფს", რა შეიძლება ვიფიქროთ, ან რა უნდა ვიფიქროთ:

ამ ხალხისთვის მისაღებია ის კორუფციული სისტემა, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა, რომ არ იყოს მისაღები, ვერ მოერგებოდნენ. ეს ადამიანები დარიგებული ტენდერებით, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეებს იწირავს, შოულობენ დღეს ფულს.

რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეთ ამ ადამიანებს ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფთან? სულ ორი:
ბიძინას ინტერესის გატარება; მთავრობის შეცვლის შემთხვევაში, საკუთარი ინტერესის დალაგება.

და რა ინტერესი შეიძლება გქონდეს შენ, ოპოზიციური პარტიის ლიდერს, მსგავს ხალხთან, თუ შენთვის პოლიტიკური კორუფცია მიუღებელია, თუ არსებული სისტემა, არაფორმალური მართვა ფულით, მიუღებელია, თუ ამ ადამიანების ცხოვრებისა ბიზნესის კეთების წესი არის მიუღებელი და თუ მისი შეცვლა გინდა და არა სახელებისა და გვარების ჩანაცვლება. 

არსებობს ლეგიტიმური კითხვები, რომლებზეც საზოგადოება იმსახურებს პასუხებს, უნდა დასრულდეს პოლიტიკის კულუარებში კეთება და ვიწრო ჯგუფის ინტერესებით პროცესების მართვა",- წერს მელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics