10:32 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 11:34:53, 599 ნახვა

პოლიტიკა
მანჯგალაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე - „სტრატეგია აღმაშენებელი“ არც კენჭისყრაში და არც დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს

"სტრატეგია აღმაშენებელი" არც კენჭისყრაში და არც დებატებში არ მიიღებს მონაწილეობას,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ჯგუფის ყველა ცალკეული წევრი თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას.

"ჩვენ თავიდანვე გვქონდა პოზიცია, რომ კენჭისყრაში და ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებდით, რაც შეეხება დებატებს, საბოლოო პოზიცია არის ჩამოყალიბებული, ჩვენ არც დებატებში არ მივიღებთ მონაწილეობას, ვსაუბრობ "სტრატეგია აღმაშენებლის" სახელით, რაც შეეხება ჯგუფს, ჩვენი ჯგუფის ცალკეული წევრი თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას. "სტრატეგია აღმაშენებელი", კიდევ ერთხელ ვამბობ, არც კენჭისყრაში და არც დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს",- განაცხადა მანჯგალაძემ "მთავარ არხთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, დღეს, 18 ოქტომბერს პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics