15:12 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 21:36:09, 603 ნახვა

მსოფლიო
გაეროს ცნობით, ღაზას სექტორში, ლტოლვილთა ბანაკში მდებარე სკოლაზე საჰაერო თავდასხმის დროს სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა

ღაზას სექტორში, ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკში, სკოლის შენობაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტო პალესტინელი ლტოლვილებისთვის“ ავრცელებს.

გაეროს ორგანიზაციის ცნობით, დაშავებულია ათეულობით ადამიანი და მათი რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება.

„ეს აღმაშფოთებელია და კიდევ ერთხელ გამოხატავს უხეშ უგულებელყოფას მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის მიმართ. ღაზაში არცერთი ადგილი აღარ არის უსაფრთხო, არც გაერო-ს ობიექტები. სულ მცირე 4 000-მა ადამიანმა შეაფარა თავი სკოლაში მოწყობილ თავშესაფარს. მათ არ ჰქონდათ და არ აქვთ სადმე წასასვლელი“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics