|
2023-10-17 17:22:42, 1421 ნახვა
სამხედრო
ბურჭულაძე - ახალი კოდექსით აღმოიფხვრა საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხა ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ გამოყენება ჯარის თავიდან არიდების მიზნით
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტარების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ ცვლილებებზე ისაუბრა. „კოდექსით დავარეგულირეთ არაერთი ხარვეზი. მინდა, გამოვყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კოდექსმა დაარეგულირა. ეს არის ის, რომ წვევამდელთა სამსახური იქნება მხოლოდ თავდაცვის ძალებში და მომავალი წლიდან წვევამდელთა სამსახური არსებითად შეცვლილი იქნება. ასევე, დარეგულირდა სამხედროებისთვის სოციალური გარანტიები, რაც საშუალებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ ოფიცერთა შემადგენლობა და მათ ჰქონდეთ გარანტირებული პირობები“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. ამ კონტექსტით, თავდაცვის მინისტრმა მახათას მთაზე უპრეცედენტოდ მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, თავდაცვის კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით სამხედროების საყოფაცხოვრებლო პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. მინისტრის განმარტებით, სამუდამოდ აღმოიფხვრა ნაკლოვანებები, რაც უკავშირდებოდა „რელიგიურ ორგანიზაციებს“, რომლებიც "ხელს უწყობდნენ წვევამდელებს ჯარისგან თავის არიდებაში". „ფიქტიური რელიგიური ორგანიზაციები დიდ პრობლემას წარმოადგენდა, ზოგადად, ჩვენი უსაფრთხოების სექტორისთვის. პირობითად, 90% ვისაც უნდოდა თავის არიდება სავალდებულო სამსახურისთვის, იყენებდა ამ საშუალებას. ეს ხარვეზი ჩვენ გამოვასწორეთ და, იმედია, ამის ირგვლივ გავერთიანდებით“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)