|
2023-10-17 16:21:53, 1305 ნახვა
სამხედრო
ბურჭულაძე - ომის ტენდენციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით
თანამედროვე ომის ტენდენციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერებისა და დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. „ამ მიმართულებების გაძლიერების მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გავატარეთ და ვგეგმავთ უახლოეს მომავალში შესყიდული და შემოტანილი მრავალფუნქციური სარადარო სისტემების შეძენას. ასევე, გაფორმებულია ხელშეკრულებები რადიოელექტრონული დაზვერვის სისტემების შეძენაზე,“ - განცხადა მან და აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თავდაცვის ძალებს ეფექტიანი და საკმარისი უპილოტო საფრენი აპარატები და ანტიდრონული საშუალებები გააჩნდეს. გარდა ამისა, მინისტრმა დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარების პროექტზეც ისაუბრა. „ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური პროექტია დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარება. თქვენ იცით, რომ ჩვენ პოლონურ კომპანიასთან ერთად შევქმენით ერთობლივი საწარმო. ჩვენ მივყვებით გეგმა-გრაფიკს, რაც დავისახეთ მიზნად. წლის ბოლომდე ვვარაუდობთ, რომ გვექნება ეროვნული წარმოების დრონები, შექმნილი „დელტას“ მიერ, „დელტა-ვებეს“ ბაზაზე. დამატებით მინდა გითხრათ, რომ დრონების ეროვნული წარმოების განვითარებასთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ წამყვანი ქვეყნების მწარმოებლებიდან მაღალტექნოლოგიური საშუალებების შეძენას,“ - განაცხადა მინისტრმა. თავდაცვის მინისტრმა საინჟინრო საშუალებების გაძლიერების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, გერმანული გრანტისა და ევროპის სამშვიდობო მექანიზმის (EPF) დახმარების ფარგლებში, დაწყებულია ღონისძიებები მსუბუქი, მაღალი გამავლობის, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის შეძენაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)