20:58 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 15:48:56, 927 ნახვა

სამართალი
„უფლებები საქართველო“ - 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე სამხარაულის ექსპერტს ბრალი წარუდგინეს

დიდ დიღომში 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე სამხარაულის ექსპერტს ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „უფლებები საქართველო" ავრცელებს.

ორგანიზაციის იურისტები მიიჩნევენ, რომ საქმის კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს და ბრალი უნდა დამძიმდეს.

"დღეს, 17 ოქტომბერს, დიდ დიღომში 12 წლის ანის გარდაცვალების საქმეში, საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა), ბრალი წარედგინა.

არსებული ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებულისათვის რამე სახის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებს. „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები და ბავშვის დედა მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, ბრალდებულ ექსპერტს შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა, რათა თავიდან იქნას აცილებული, მათ შორის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების ან/და მტკიცებულების განადგურების საფრთხე.

„უფლებები საქართველოს“ ადვოკატები ასევე მიიჩნევენ, რომ საქმეზე გამოძიება უნდა გაგრძელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით (საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა), რასაც ორგანიზაცია თავიდანვე ითხოვდა.

12 წლის ანის გარდაცვალების საქმეში საკვანძო მტკიცებულებების დაზიანების შესახებ „უფლებები საქართველომ“ საზოგადოებას 2023 წლის 5 ივლისს აცნობა. საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება.

„უფლებები საქართველო“ 12 წლის გოგოს გარდაცვალების და მტკიცებულებების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს“, -  ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 16 მარტს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაახლოებით, 23:00 საათისთვის 12 წლის გოგონა დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში შენიშნეს, გვიან ღამით კი, სკვერიდან მოშორებით, მიტოვებულ შენობებთან გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics