|
2023-10-17 15:47:23, 558 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე პრეზიდენტზე - სამარცხვინო ფაქტია, რომ ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, მას არღვევს
სამარცხვინო ფაქტია, რომ ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, მას არღვევს, - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თაობაზე გააკეთა. კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი იმსახურებს იმპიჩმენტს, „ქართული ოცნების“ მხრიდან თავიდანვე განიმარტა, რომ ეს კონკრეტული გარემოებების გამო შეუძლებელი იყო. „უმძიმესია ფაქტი, როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. სამარცხვინოა ეს ქმედება ადამიანისგან, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა დაიცვას კონსტიტუცია. რაც შეეხება იმპიჩმენტს, თავიდანვე, როდესაც პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა ამ საკითხზე განმარტება, ითქვა, რომ იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა შეუძლებელი იყო რიგი გარემოებების გამო, თუმცა ნამდვილად იმსახურებს იმპიჩმენტს პრეზიდენტი, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ ხალხს, კონსტიტუციას და კანონს“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა პრეზიდენტის ქმედებები და განცხადებები ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებად შეაფასა. „მის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ქმედებები და განცხადებები ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს. შეგვიძლია მოვიძიოთ და ვნახოთ, რომელი ქვეყნის პრეზიდენტი იქცევა ისე, როგორც იქცევა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ადამიანი, რომელმაც პირველმა უნდა დაიცვას კონსტიტუცია, ფიცი აქვს დადებული, მას არღვევს და ამ ყველაფერს ნიღბავს იმით, რომ თითქოს საქართველოს ევროპულ მომავალზე შესტკივა გული და ამ დროს რეალობაში რა ხდება: მისი მხრიდან ვისმენთ განცხადებას, რომ ჩვენი ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა და დაამატა, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება. თუ ვინმე სტატუსს იმსახურებდა, ეს სწორედ საქართველო იყო. შესაბამისად, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და მარტივად რომ შევაფასოთ, მავნებლობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ დასრულებულია და ხალხი მხარს საქართველოს პრეზიდენტს უჭერს. „ეს ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, საერთოდ, ილუზიებშია. ვერ ხვდება, როგორ გახდა პრეზიდენტი და ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი. საერთოდ, წარმოდგენა არ აქვს, რა ხდებოდა საპრეზიდენტო არჩევნებზე და დღეს, რომელ კონკრეტულ პოლიტიკოსს, პოლიტიკურ პარტიას, ვის რა მხარდაჭერა აქვს“, - განაცხადა კალაძემ.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)