11:25 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 13:56:13, 529 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანას შეუნარჩუნა კონსტიტუცია და საპარლამენტო მმართველობის სისტემა

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. კონსტიტუციის დარღვევის დადგენასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანას შეუნარჩუნა კონსტიტუცია და საპარლამენტო მმართველობის სისტემა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან მარტივი კაზუსი ამოხსნა.

მისივე თქმით, "პრეზიდენტი ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, პირდაპირ თავს დაესხა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, გამოიყენა უხეში ტერმინები, სირცხვილია და ა.შ. უფრო მეტიც, დეპუტატების მიმართ პირდაპირ იუზრდელა".

„რაც შეეხება კონსტიტუციის დარღვევას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ძალიან მარტივი კაზუსი ამოიხსნა. კონსტიტუციის 52-ე  მუხლის მიხედვით, ვიზიტების განხორციელების დროს პრეზიდენტს სჭირდება მთავრობის თანხმობა, მან ითხოვა თანხმობა, ვერ მიიღო, მაინც წავიდა, დაარღვია კონსტიტუცია. ეს არის უმარტივესი კაზუსი, რაც ამოხსნა საკონსტიტუციო სასამართლომ, სხვანაირად კეთილსინდისიერი იურისტი უბრალოდ ვერ გააკეთებს, რომელიც საკუთარ პროფესიას პატივს სცემს. კაზუსის სიმარტივის მიუხედავად, ჩვენ არაფრის იმედი აღარ გვაქვს სალომე ზურაბიშვილისგან, მაგრამ, აქ შეიძლება  ნაკლები ეკადრა, გამოვიდა და პირდაპირ თავს დაესხა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. არც ერთი არგუმენტი არ უთქვამს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არ მოეწონა კონკრეტულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში და გამოიყენა უხეში ტერმინები, სირცხვილია და ა.შ. უფრო მეტიც, დეპუტატების მიმართ ამ ქალბატონმა პირდაპირ იუზრდელა. ეს არის შეგახსენებთ, ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული თანამდებობის პირი და ის  უზრდელობს. როგორ შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ზეპარტიული უნდა იყოს კონსტიტუციის მიხედვით, ნეიტრალური უნდა იყოს, უზრდელობდეს. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია მაგრამ ესეც მისი პრობლემა და საქმეა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics