|
2023-10-17 13:47:58, 607 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე ოპოზიციას - ჯორჯ ორუელის 1984-ში ხართ - მეგობრებს ეძახით მტრებს, ომს - მშვიდობას და მონობას - თავისუფლებას
რა უნდა ითქვას, 1984-ში ხართ ჯორჯ ორუელის, მეგობრებს ეძახით მტრებს, ომს ეძახით მშვიდობას და მონობას ეძახით თავისუფლებას, ეს არის თქვენი სახე,- ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. თალაკვაძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტის შესახებ ოპოზიციის განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მათ ნაცვლად იმისა, "მადლობა გამოეხატათ საქართველოს უპირობო მხარდაჭერისთვის, მისი დისკრედიტაცია და შეურაცხყოფა დაიწყეს". „პრემიერ-მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეხვედრები ჩაატარა. ვუმასპინძლეთ უნგრეთის მთავრობას და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოში. უნგრეთის მხარდაჭერა უპირობოა საქართველოს მიმართ. ასევე, ამ დღეებში ვნახეთ ბულგარეთის პარლამენტის პირდაპირი მხარდაჭერა, სადაც რეზოლუცია ერთხმად იქნა მიღებული ბულგარეთის პარლამენტში. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ჩვენს მეგობრებს და კოლეგებს ევროპაში. ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადიკალური ოპოზიციის რეაქციები. რადიკალურმა ოპოზიციამ ამ ყველაფერს უპასუხა ბრძოლებით. ოღონდ ისინი საქართველოს მოწინააღმდეგეებს, საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს და მტრებს კი არ ებრძვიან, მათ ბრძოლა გამოუცხადეს საკუთარ ქვეყანას და ამის მტკიცებულება გამოაქვეყნა ამერიკის მთავრობამ FARA-ს კანონზე დაყრდნობით, როდესაც ფულს იხდიან კონკრეტულად საქართველოს წინააღმდეგ და საზიანოდ. მათ ბრძოლა გამოუცხადეს საქართველოს ევროპულ მომავალს, ამის მტკიცებულებებიც ვნახეთ, როცა პირდაპირ განცხადებები იყო გაკეთებული ადგილობრივ თუ საერთაშორისო მედიაში, რომ თითქოს, საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს ევროპაში მწვანე შუქი და მხარდაჭერა. ესეც რადიკალურ ოპოზიციას ეკუთვნის, ეს ე.წ. ბრძოლაც საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ. მათ გამოუცხადეს ბრძოლა საქართველოს მეგობრებსაც და შემთხვევითი არ არის, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, რომელიც სტუმრად იყო საქართველოში, მადლობა კი არ გამოხატეს პირდაპირი მხარდაჭერისთვის, არამედ მისი დისკრედიტაცია და შეურაცხყოფა დაიწყეს და ცდილობდნენ, მისთვის დაერქვათ ავტორიტარი, პრორუსი და ა.შ. ყველაფერი ის, რასაც თვითონ აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ისევ და ისევ სხვას დააბრალეს. რაც გააკეთა რადიკალურმა ოპოზიციამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, უნგრეთში მსგავსიც კი არაფერი მომხდარა. შესაბამისად, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ისინი საკუთარ ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს უცხადებენ ბრძოლას“,- თქვა თალაკვაძემ.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)