2023-10-17 10:17:31, 595 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა [ვიდეო]
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჩავიდა.
რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა "რია ნოვოსტის" ცნობით, პუტინი ქვეყნის დედაქალაქ პეკინში ფორუმს "ერთი სარტყელი - ერთი გზა" დაესწრება.
მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში ვიეტნამის პრეზიდენტს, ტაილანდის პრემიერ- მინისტრს, ჩინეთის ლიდერს, მონღოლეთის პრეზიდენტსა და ლაოსის ლიდერს შეხვდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,