19:14 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-16 22:13:57, 714 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე პოლონეთში საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლაზე - ვხედავთ ევროპულ პრაქტიკას, ჯერ მხოლოდ 70%-ია დათვლილი

საქართველოს მოქალაქეებს ახსოვთ, საარჩევნო უბნების დაკეტვიდან რამდენიმე საათში ატყდა მთელი ამბავი, რათა როგორმე წინსწრებით მომხდარიყო  საარჩევნო კომისიის დისკრედიტაცია, რომ ამდენი ხანი ხმები ვერ დათვალეს, - ასე უპასუხა  პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ  პოლონეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე დასმულ შეკითხვას.

როგორც მამუკა მდინარაძემ  აღნიშნა, საქართველოში 2020 წლის არჩევნებზე უბნების დახურვიდან 3-4 საათში ითხოვდნენ დათვლილ ხმებს, მაშინ, როდესაც ეს თეორიულადაც შეუძლებელია.

მისივე თქმით, მიზანი საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია იყო.

„ვხედავთ ევროპულ პრაქტიკას, რომ 70%-ია დათვლილი, შესაბამისად, 30% კვლავ დაუთვლელია. თითქმის ცხრის ნახევარია, შესაბამისად, რამხელა სპეკულაციასთან გვქონდა საქმე. გარდა იმისა, რომ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გააყალბეს და ათასგვარი რამ იკადრეს  იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მომხდარიყო, პირველივე საათებში 3-4 საათის გასვლის შემდეგ, დათვლილ ხმებს ითხოვდნენ, მაშინ როდესაც იციან, რომ ეს თეორიულადაც შეუძლებელია. აგერ პოლონელები ამ დრომდე მოუნდნენ 70 % -ის დათვლას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics