|
2023-10-16 16:35:06, 651 ნახვა
პოლიტიკა
ბეჟაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც დამოუკიდებელი ორგანო, აღარ არსებობს
საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც დამოუკიდებელი ორგანო, აღარ არსებობს,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. ბეჟაშვილის განცხადებით, ყველაფერი „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ვერტიკალს ექვემდებარება. “ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირდაპირ აკონტროლებს „ქართული ოცნება“, სასამართლოს კლანი, სწორედ მათი წევრებით არის დაკომპლექტებული. ამიტომ, დიდი მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურ სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებდა, არ იყო. ვამბობდით, რომ იქნებოდა განსხვავებული აზრები, ისიც ვიცოდით ვინ დაწერდა განსხვავებულ გადაწყვეტილებას - გიორგი კვერენჩხილაძე და ირინე იმერლიშვილი, დანარჩენებმა მხარი დაუჭირეს განა კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ ნორმების სამართლებრივ განმარტებას, არამედ მხარი დაუჭირეს პირდაპირ „ქართული ოცნების“ ვერსიას, სამწუხაროდ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც აღარ არსებობს, არცერთი დამოუკიდებელი ორგანო აღარ არსებობს, რომელიც რამე ობიექტურ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებდა ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ყველაფერი ექვემდებარება „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ვერტიკალს... მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ გამოირიცხოს ის ინტერპრეტაციები, დავტოვოთ ყველამ დარბაზი და ამ პოლიტიკურ მანიპულაციაში და ფარსში „ქართული ოცნება“ დავტოვოთ მარტო",- თქვა ბეჟაშვილმა. ცნობისთვის, დღეს, 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, ზურაბიშვილმა აგვისტო-სექტემბერში საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. აღსანიშნავია, რომ პროცესი ამის შემდეგ გადადის პარლამენტში, სადაც კენჭს უყრიან სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს. პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭიროა 100 ხმა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრა მიმდინარე სასესიო კვირაში გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)