12:39 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-16 16:03:32, 516 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ომი დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დარღვევით და მან ეს ომი წააგო, რადგან გაიმარჯვა სამართლის და კონსტიტუციის უზენაესობამ

ომი დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დარღვევით და მან ეს ომი წააგო, იმიტომ, რომ გაიმარჯვა სამართლის და კონსტიტუციის უზენაესობამ, - ასე უპასუხა  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეკითხვას, დააზიანებს თუ არა კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტისთვის „ომის გამოცხადება“ ევროპაში ვიზიტების გამო.

კობახიძის განმარტებით, ევროპა მთავრდება იქ, სადაც კონსტიტუციის უზენაესობაზე ვინმე თვალს დახუჭავს, შესაბამისად, ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის რეაგირების გარეშე დატოვება, უპასუხისმგებლობა იქნებოდა.

"ევროპა ნიშნავს სწორედ სამართლის და კონსტიტუციის უზენაესობას და არა იმას, რასაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებდა. სადაც შენ თვალს დახუჭავ კონსტიტუციის უზენაესობაზე, იქ მთავრდება ევროპა. ჩვენ არავითარი უფლება არ გვქონდა, თვალი დაგვეხუჭა სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე, იმიტომ, რომ ეს იქნებოდა ჩვენი უპასუხისმგებლობა არა მარტო კონსტიტუციის, არამედ ჩვენი ევროპული გზის მიმართაც“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics