12:39 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-16 15:38:56, 631 ნახვა

პოლიტიკა
მაია კოპალეიშვილი - პროცესი პოლიტიკურია, მაგრამ საკონსტიტუციოს უნდა შესძლებოდა, სამართლებრივი გადაწყვეტილება მიეღო

თავად პროცესი, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შესძლებოდა, რომ სამართლებრივი გადაწყვეტილება მიეღო,- ასე ეხმაურება საქართელოს პრეზიდენტის წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.

კოპალეიშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს არ ჰქონდა არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი საიმისოდ, რომ დაედგინა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი.

"საკონსტიტუციო სასამართლოს არ ჰქონდა არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი საიმისოდ, რომ დაედგინა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი. თავად პროცესი, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შესძლებოდა, რომ სამართლებრივი გადაწყვეტილება მიეღო, თუმცა, შედეგის თვალსაზრისით, ეს ასე არ ჩანს. ამიტომ, თუ დასკვნა არ ვნახე, რთულია დეტალებზე საუბარი",- განაცხადა კოპალეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics