|
2023-10-15 16:25:43, 970 ნახვა
მსოფლიო
ისრაელში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა
ისრაელში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Time of Israel ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კოლონა ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ აშკელონში ისრაელელ კოლეგასთან, ელი კოენთან ერთად იმყოფებოდა. „აქ ჩამოსვლა, რა თქმა უნდა, არის საფრანგეთის სოლიდარობის ჩვენება ისრაელის ხალხის მიმართ, რომელმაც ამაზრზენი ტერორისტული თავდასხმა განიცადა“,- განაცხადა საფრანგეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა. შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერს, ისრაელში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი ჩავიდა. 12 ოქტომბერს, ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია. 13 ოქტომბერს, ისრაელში ჩავიდა ასევე აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინიც. იმავე დღეს, ქვეყანას ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა სტუმრობდნენ. ისრაელში სოლიდარობის ნიშნად ასევე იმყოფებოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი. ქვეყანაში ჩასვლის სურვილი გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)