|
2023-10-15 12:08:35, 630 ნახვა
საზოგადოება
გაბუნია - კიბოს პრევენციისთვის სახელმწიფო პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უფასოდ ახორციელებს
საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების უდიდესი ნაწილი პაპილომავირუსს უკავშირდება, ეს არის ერთადერთი კიბო, რომლის თავიდან აცილება და საერთოდ ელიმინაცია შესაძლებელია ვაქცინაციის გზით. პაპილომავირუსია ბევრი სხვა სახეობის კიბოს გამომწვევიც, მათ შორის მამაკაცებში, შესაბამისად თანაბრად მნიშვნელოვანია ორივე ჯგუფის აცრა, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. როგორც მან განმარტა, კიბოს პრევენციისთვის, სახელმწიფო პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უფასოდ ახორციელებს, ამასთან, მიმდინარე წელს, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა. „აცრის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა და ახალი რეგულაციების მიხედვით, უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან -45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით. მომართვიანობა და ინტერესი გაზრდილია, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას მოცირკულირე პაპილომავირუსები მინიმუმამდე შევამციროთ“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ. ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ევროპის რეგიონის 45 ქვეყანაში ტარდება, მათგან 20 ქვეყანა ცრის ორივე სქესის წარმომადგენლებს. სამეცნიერო მონაცემებით, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაღალეფექტური და უსაფრთხოა. მრავალწლიანი პრაქტიკით მტკიცდება, რომ მას, თითქმის არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. აცრის ჩატარება სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)