18:35 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-13 11:32:29, 779 ნახვა

მსოფლიო
ლოიდ ოსტინი ისრაელში ჩავიდა [ვიდეო]

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ისრაელში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, ოსტინის შეხვედრები ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან და ისრაელის სამხედრო კაბინეტის წევრებთან.

"ოსტინი თელ-ავივში ჩავიდა, რათა შეხვედროდა მთავრობის ლიდერებს და ენახა ამერიკული იარაღისა და უსაფრთხოების დახმარების ნაწილი, რომელიც ვაშინგტონმა ომის პირველ კვირაში ისრაელის მებრძოლებს მიაწოდა",- წერს The Associated Press-ი.

შეგახსენებთ, ლოიდ ოსტინი გახდა აშშ-ის მეორე მაღალჩინოსანი, რომელიც ისრაელს ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ ეწვია. ოსტინამდე ისრაელს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სტუმრობდა.

აღსანიშნავია, დღეს, 13 ოქტომბერს ისრაელში ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლაც ჩავლენ.

მანამდე 11 ოქტომბერს, ისრაელში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი იმყოფებოდა. 

ისრაელში ჩასვლის სურვილი გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics