18:36 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-13 10:13:44, 656 ნახვა

მსოფლიო
გაერო - ღაზას სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა 420 000-ს გადააჭარბა

"ჰამასის" ისრაელზე თავდასხმისა და ისრაელის საპასუხო იერიშების შემდეგ, ღაზას სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა 420 000-ს გადააჭარბა. აღნიშნულ ინფორმაციას Anadolu გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაეროს ჰუმანიტარული დახმარების სამსახური არ გამორიცხავს, რომ მას შემდეგ, რაც "ჰამასის" წინააღმდეგ ისრაელი მძიმე საპასუხო იერიშებს ახორციელებს, ღაზას სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.

„გასული 24 საათის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა 25%-ით გაიზარდა და 423 000-ს შეადგენს. ისრაელის მძიმე დაბომბვა ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან, თითქმის შეუფერხებლად გაგრძელდა. მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში მრავალი საცხოვრებელი კორპუსი იქნა განადგურებული“,- ნათქვამია გაეროს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics