2023-10-12 13:22:45, 633 ნახვა
მსოფლიო
ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 1 200-ს აჭარბებს
ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 203-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაშავებულია 5 763 ადამიანი.
გაეროს მონაცემებით, ღაზაში 330 000-ზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია.
დაღუპულთა რიცხვი იზრდება ისრაელშიც. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში "ჰამასის" თავდასხმას 1 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,