2023-10-12 10:29:03, 673 ნახვა
მსოფლიო
ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 300-მდე გაიზარდა
ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 300-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაშავებულია 3 300 ადამიანი, მათ შორის 28 კრიტიკულ მდგომარეობაშია, 350-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.
ამ დრომდე უცნობია, "ჰამასის" მიერ ღაზას სექტორში გადაყვანილი, დაახლოებით, 150-მდე მოქალაქის მდგომარეობა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,