14:23 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-11 19:04:51, 969 ნახვა

პოლიტიკა
კორტნი ორბანის ვიზიტზე - საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება ევროპული ღირებულებები ვერ გაიგო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი გამოეხმაურა.

როგორც კორტნი აღნიშნავს, თუ საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს, რომ ორბანის მასპინძლობა მათი ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს გაზრდის, "მათ შეიძლება ვერ გაიგონ ევროპული ღირებულებები".

"თუ საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს, რომ ორბანის მასპინძლობა მათი ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს გაზრდის, მათ შეიძლება ვერ გაიგონ ევროპული ღირებულებები ან ევროკავშირი", - წერს კორტნი Twitter-ზე.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს გუშინ, 10 ოქტომბერს ესტუმრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Fitch-მა ბაზისბანკის და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზი პოზიტიურ დონემდე გაზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics