21:08 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-11 17:32:42, 755 ნახვა

მსოფლიო
ლაიენი - „ჰამასის“ მიერ ისრაელში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა ტერორისტული აქტია და უძველეს ბოროტებას ასახავს

„ჰამასის“ მიერ ისრაელში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა ტერორისტული აქტია და უძველეს ბოროტებას ასახავს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ლაიენის თქმით, „ჰამასის“ წევრებმა უდანაშაულო ადამიანები "ებრაელობისა და ისრაელის სახელმწიფოში ცხოვრებისთვის" მოკლეს.

„შაბათს გამთენიისას, მთელმა მსოფლიომ საშინლად გაიღვიძა. ასობით უდანაშაულო ადამიანი ცივსისხლიანად მოკლეს. „ჰამასის“ ტერორისტები ქალებსა და ბავშვებს ხოცავდნენ საკუთარ სახლებში. ეს უდანაშაულო ადამიანები მოკლეს ერთი მიზეზით - ებრაელობისა და ისრაელის სახელმწიფოში ცხოვრებისთვის. ეს არის უძველესი ბოროტება, რომელიც გვახსენებს ყველაზე ბნელ წარსულს და შოკში ჩაგვაგდებს ყველა ჩვენგანს“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. 

იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა, რის შემდეგაც ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა.

9 ოქტომბერს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. ამასთან, მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics