01:27 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-11 17:07:20, 975 ნახვა

საზოგადოება
ზურაბიშვილი - არ ვიცი, როგორც პრეზიდენტს, რამდენი დღე დამრჩა - ღირებული იქნება, ეს იყოს ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა ნიკო კვარაცხელიასთვის

არ ვიცი, როგორც პრეზიდენტს, რამდენი დღე დამრჩა, მაგრამ ჩემთვის ღირებული იქნება, რომ ეს იყოს ჩემთვის ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც ნიკო კვარაცხელია გარდაცვალების შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა.

პრეზიდენტის თქმით, ახალგაზრდობას არ სურს ჩაკეტილობა, პირიქით, მათ სურთ, რომ მსოფლიოს ნაწილი იყვნენ.

"არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ჩემთვის ღირებული იქნება, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი, ეს იყოს ჩემთვის ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა, ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, ასევე თაობისთვის. ცხადია, ეს დღე იმ ახალგაზრდის ხსოვნას მიეძღვნება, რომელმაც მოკლე დროში ბევრი შეძლო. 

ვიცით, რომ უცხოეთში იყო გაზრდილი, იქ ჰქონდა განათლება მიღებული, მოიარა ბევრი ქვეყანა და ეს არის დღევანდელი დღის მოცემულობა, რომ არავინ არის ერთ ადგილზე, ის, რომ არ მოძრაობდეს და არ ხედავდეს მსოფლიოს. ამით ვართ ჩვენ დღევანდელი მსოფლიოს ნაწილი. ჩაკეტილობა, არასდროს არ იყო ჩვენთვის მიმზიდველი და არ იქნება. დიდი იმედი მაქვს, ეს ახალგაზრდები მაინც ჩათვლიან, რომ ეს ქვეყანა მათი ქვეყანაა და აქ არის პერსპექტივა მათთვის, რომ არ ჩაიქნევენ ხელს და არ იფიქრებენ, რომ მხოლოდ სხვაგან უნდა მონახონ ახალი პერსპექტივა. ეს ჩვენი, ვინც აქ ვართ და ვისაც გვაქვს პასუხისმგებლობა, ეს ჩვენი გასაკეთებელია, რომ ისევ დაინახონ, ამ ქვეყნას სჭირდება თავისი ახალგაზრდობა",- განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics