|
2023-10-11 16:40:50, 1494 ნახვა
ომი უკრაინაში
ბელგიის პრემიერი - გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინას 1,7 მილიარდ ევროს გადავცემთ
ბელგიამ, 1,7 მილიარდი ევროს ოდენობით, უკრაინის მხარდასაჭერად შექმნა სპეციალური ფონდი, რომელიც ქვეყანაში გაყინული რუსული აქტივების დაბეგვრის შედეგად შეივსება,- ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე დე კროომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ბრიუსელი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას სამ სფეროში, რომელთაგან პირველი-ორი სამხედრო დახმარებას, მესამე კი, ეკონომიკურ სანქციებს ეხება. "მესამე არის უკრაინის მხარდაჭერის ფონდის შექმნა 1,7 მილიარდი ევროს მოცულობით... ამ ფონდის წყარო იქნება ბელგიაში გაყინული მილიარდობით დოლარის რუსული აქტივები. ფონდი გამოყენებული იქნება სამხედრო ტექნიკის შესაძენად, ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის, ევროპის მშვიდობის ფონდისთვის, მაკროფინანსური დახმარებისთვის და ა.შ."- განაცხადა ალექსანდრე დე კროომ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)