2023-10-11 14:28:57, 809 ნახვა
მსოფლიო
ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 1 055-მდე გაიზარდა
ღაზას სექტორში, "ჰამასის" დარტყმების შემდეგ ისრაელის საპასუხო შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 055-მდე გაიზარდა. აღნიშნულ შესახებ ინფორმაციას BBC პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაშავებულია 5 100-ზე მეტი ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღაზაში დაშავებულთა თითქმის 60% ქალი და ბავშვი იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,