2023-10-11 13:23:01, 949 ნახვა
მსოფლიო
თავდაცვის ძალები - ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს [ვიდეო]
ისრაელში ლიბანის ტერიტორიიდან რაკეტა ისროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაცვის ძალების ცნობით, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა არაბ ალ-არამშეს დასახლებასთან დაეცა, სამიზნეს კი, საზღვარზე არსებული ისრაელის შეიარაღებული ძალების პოსტი წარმოადგენდა.
ლიბანიდან ისრაელის დაბომბვის ეს პირველი შემთხვევა არ არის მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, "ჰამასმა" ისრაელზე იერიში მიიტანა.
ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელს ცეცხლი თავდაპირველად 8 ოქტომბერს გაუხსნეს. "ჰეზბოლას" თავდასხმას ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,