2023-10-11 11:22:15, 1051 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის ათობით მოიერიშე თვითმფრინავმა ღაზას სექტორში, 70-ზე მეტ ობიექტზე იერიში მიიტანა
ღაზას სექტორის დარაჯა ტუფაჰის რაიონში ისრაელის ათობით მოიერიშე თვითმფრინავმა 70-ზე მეტ ობიექტს დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული რაიონიდან ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების დიდი რაოდენობაა დაფიქსირებული.
”ცოტა ხნის წინ, ათობით გამანადგურებელმა დაარტყა 70-ზე მეტ სამიზნეს დარაჯ ტუფაჰის რაიონში, საიდანაც ისრაელის წინააღმდეგ დიდი რაოდენობით ტერორისტული თავდასხმა ხორციელდება",- აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,