2023-10-11 10:40:39, 988 ნახვა
მსოფლიო
აშშ, ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად, ღაზაში მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეას განიხილავს
აშშ, ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად, ღაზას მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეას განიხილავს,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
სალივანის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ოპერატიულ უწყებებს შორის დისკუსიები მიმდინარეობს.
„ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ, მიმდინარეობს კონსულტაციები, მაგრამ არის დეტალები, რომლებიც დიპლომატიური არხების საშუალებით განიხილება და მე არ მსურს, მათ შესახებ ამ დროისთვის საჯაროდ ვისაუბრო“,- განაცხადა სალივანმა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, 10 ოქტომბერს, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობის მოწოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც გამოვიდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,