2023-10-11 09:30:42, 888 ნახვა
მსოფლიო
ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 200-მდე გაიზარდა
ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 200-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაშავებულია 3 000-მდე ადამიანი.
ამ დრომდე უცნობია, "ჰამასის" მიერ ღაზას სექტორში გადაყვანილი, დაახლოებით, 150-მდე მოქალაქის მდგომარეობა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 11 ოქტომბრის ღამეს, ღაზას სექტორზე მასობრივი სარაკეტო იერიში განხორციელდა. ქვეყანამ ისლამისტური დაჯგუფება "ჰამასის" 70 სამიზნე დაბომბა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,